პელეს ძმა 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

17:19, 26.03.2020

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ძმა ზეკა ნასიმენტო სანტოსის საავადმყოფოში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იტყობინება ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte. სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა.

ზეკა პელეზე ორი წლით უმცროსი იყო და თამაშობდა „სანტოსში“ 1961-62 წლებში, თუმცა ამ გუნდში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, დატოვა პროფესიული ფეხბურთი და ბიზნესში გადავიდა.

ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა დაკრძალვას პელე, რომელსაც, ბოლო დროს, თავად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

მსგავსი