მექვაბიშვილმა „ჩიკაგოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა, ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

14:26, 25.10.2026

აშშ-ის ჩემპიონატის (MLS) მორიგი ტური იღბლიანი გამოდგა ქართველი მოთამაშეებისთვის – მათ ანგარიშზე ორი საგოლე მოქმედება და მაღალი შეფასებებია.

საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა“ „სენტ ლუისი“ მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0. ლობჟანიძემ 80 წუთი ითამაშა, 59-ე წუთზე მისი გადაცემით სოლანსმა გაიტანა, საბოლოოდ კი ქართელმა ნახეევარმცველმა მაღალი შეფასება – 8.8 ქულა მიიღო.

ანზორ მექვაბიშვილის „ჩიკაგო ფაიერი“ „ატლანტა იუნაიტედს“ ესტუმრა და 3:2 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, 51-ე წუთზე კი მეკარის გადაცემა ჩაჭრა და გუნდი წინა გაიყვანა (2:1) – საბოლოოდ, მისი თამაში 7.6 ქულით შეფასეს.

მსგავსი