პელე – დღეს ფეხბურთი გაცილებით რთულია

17:11, 19.03.2020

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ილაპარაკა განსხვავებაზე თავისი ეპოქისა და თანამედროვეობის ფეხბურთს შორის.

„დღეს ფეხბურთელად ყოფნა გაცილებით რთულია. ჩემს დროს მეტი თავისუფლება იყო. გქონდა ბურთის გაჩერების დრო. დღეს ასე არ არის. ადრე ბევრს მუშაობდნენ ბურთით, დღეს კი მხოლოდ თამაშის ჩაშლას ცდილობენ. ჩვენს დროში უფრო სანახაობრივად თამაშობდნენ, ვიდრე დღეს“, – განაცხადა „ფეხბურთის მეფემ“ გაზეთ AS-თან ინტერვიუში.

პელემ 18 წელი ითამაშა ბრაზილიურ „სანტოსში“, კარიერის ბოლო წლები კი ამერიკულ კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსში“ გაატარა.

მსგავსი