პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა
თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.
ადვოკატ ალექსანდრე გაბუნიას ინფორმაციით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და შესაბამისად, თ.ს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, თუკი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, მან სამ წელზე ადრე შეიძლება დატოვოს ფსიქიატრიული დაწესებულება.