ადვოკატის ინფორმაციით, მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი, 51 წლის თ.ს. დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განაცხადა, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს.
„ამ ეტაპისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობებს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგცემთ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული სტრატეგია შევაჯერეთ“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.