პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა

09:34, 29.06.2026

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 29 ივნისს ჩინურმა მედიამ გაავრცელა.

„29 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა პეკინში, სახელმწიფო რეზიდენციაში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიღო“, – ნათქვამია ჩინური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ჩინეთი ლუკაშენკოს მასშტაბური ტურნეს პირველი გაჩერება გახდა. ტურნე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს მოიცავს.

სააგენტოს ინფორმაციით, აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება ბელარუსის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მსგავსი