პეკინში მოსწავლეების ტემპერატურის გასაკონტროლებლად „ჭკვიან სამაჯურებს“ იყენებენ
A security guard directs a student near a sign which reads "Waiting Zone for Students " on the first day of the reopening of school at a middle school in Beijing on Monday, May 11, 2020. The Chinese capital partially reopen schools for some students on Monday as authorities push to restore normalcy after the lockdown to fight the coronavirus. (AP Photo/Ng Han Guan)
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც დამამთავრებელი და საშუალო კლასების მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ, ტემპერატურის გასაკონტროლებლად სმარტ სამაჯურები დაურიგეს.
„სიენენის“ ინფორმაციით, სმარტ სამაჯურები ტემპერატურას მუდმივად აკონტროლებენ. სამაჯურის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია შემდგომ ხელმისაწვდომია სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლებისთვის. უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, სკოლები მოსწავლეებს სამაჯურის ტარებას 24 საათის განმავლობაში ურჩევენ.
თუ რომელიმე მოსწავლეს 37.2-ზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ამის შესახებ ინფორმაციას სამაჯურის მეშვეობით სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს. მასწავლებლებს და მშობლებს შეეძლებათ, სმარტფონებით თვალი ადევნონ თითოეული მოსწავლის ტემპერატურას.
როგორც პეკინის საგანმანათლებლო ბიურო აცხადებს, „ჭკვიანი სამაჯურების“ მიზანია მოსწავლეებს ტემპერატურა ისე გაუზომონ, რომ მათ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ და გამოცდებისთვის მომზადება უფრო ეფექტურად შეძლონ.