პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ
პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ

პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავს გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ.

ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 15 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმზე გამოიტანეს უახლეს ჩინური სამხედრო ტექნიკაც.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მოსახლეობას მიულოცა და განაცხადა, რომ „მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ხალხი იქნება“. მან ასევე ახსენა ჰონგ კონგი, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების მოთხოვნით აქციები იმართება. სი ძინპინის თქმით, მთავრობა მზად არის, ამ ავტონომიაში „გრძელვადიან კეთილდღეობას დაუჭიროს მხარი.“

1949 წლის 1-ელ ოქტომბერს კომუნისტებმა სამოქალქო ომში გაიმარჯვეს და ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე მაო ძედუნმა ახალი სახელმწიფოს დაარსების შესახებ განაცხადა.