მეცის ტურნირის ტრავმის გამო ადრეულად დასრულების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ჩინეთის ღია პირველობაზე ხვალ, გამთენიისას, თბილისის დროით 07:00 საათზე, არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდება.
ქართველის მეტოქე მსოფლიოს 22-ე ჩოგანია. გათამაშების პირველ ნომრად ავსტრიელი დომინიკ ტიმია განთესილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. მან 2018 წლის 7 ოქტომბერს ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.