პეკინში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების ახალი ტალღა კონტროლის ქვეშ არის
პეკინში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების ახალი ტალღა კონტროლის ქვეშ არის

„როიტერის“ ინფორმაციით სასურსათო ბაზარზე „კოვიდ-19“-ის ახალი კერის გაჩენის გამო პეკინში 11 ივნისიდან დღემდე ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც, ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ვუ სანიუ აცხადებს, სიტუაცია ამჟამად კონტროლირებადია.

„პეკინში ეპიდემია ისევ კონტროლის ქვეშ არის, თუმცა სამომავლოდ სასურსათო ბაზართან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევები ისევ გვექნება. ეს ტრენდი კიდევ გაგრძელდება, თუმცა გვექნება კლება ახალი ინფიცირების მხრივ, როგორც ეს იყო იანვარსა და თებერვალში“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი ვუ სანიუ.