პეკინმა 2022 წლის ოლიმპიადის ლოგო წარადგინა

17:42, 15.12.2017

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა წარმოადგინა მომავალი თამაშების ლოგო. მის ზედა ნაწილში სხვადასხვა ფერის ლენტებით გამოსახულია მოციგურავე, ქვემოთ კი არის წარწერა – “პეკინი 2022”.

პეკინი მეორედ მიიღებს ოლიმპიურ თამაშებს. 2008 წელს, ჩინეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიადა გაიმართა. შესაბამისად, პეკინი პირველი ქალაქი გახდება ისტორიაში, რომელმაც მასპინძლობა გაუწია ზაფხულისა და ზამთრის თამაშებს.

მსგავსი