საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

15:01, 01.11.2026

ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა იმართება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს.

გამარჯვებები ლუკა ჯავახიშვილმა, ნინო ლოლაძემ და საბა ქარდავამ მოიპოვეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი „ოქროს ქულით“ თორნიკე მოსიაშვილმა იმარჯვა.

მსგავსი