მეცის ტურნირის ტრამვის გამო ადრეულად დასრულების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ჩინეთის ღია პირველობაზე 30 სექტემბერს ჩაერთვება ასპარეზობაში.
ნიკოლოზის მეტოქე ტურნირის პირველ წრეში არგენტინელი გუიდო პელა იქნება, რომელიც მსოფლიოს 22-ე ჩოგანია. გათამაშების პირველ ნომრად ავსტრიელი დომინიკ ტიმია განთესილი. შეგახსენებთ, რომ ქართველი ამ ტურნირის მომქმედი ჩემპიონია. მან 2018 წლის შვიდ ოქტომბერს ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.