პეკინი 2022 | ჰოკეიში მეოთხედფინალური წყვილები გამოვლინდა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.

დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხი შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში ერთმანეთს დანიისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, სკანდინავიურმა გუნდმა ბალტიისპირელები ანგარიშით 3:2 დაამარცხა. დანიელებმა ჯგუფშიც კარგად იასპარეზეს და მსოფლიოს საუკეთესო რვა გუნდში დამსახურებულად გავიდნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად 4:0 სძლია.

დღის მესამე დაპირისპირებაში ცოტა მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – ჩეხეთი ტურნირს შვეიცარიის ნაკრებმა გამოთიშა (4:2).

მეოთხედფინალში გასასვლელ მეოთხე მატჩში კანადის ეროვნულმა გუნდმა მასპინძელი ჩინეთის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით, 7:2 დაამარცხა.

ხვალ,16 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

08:10 აშშ-სლოვაკეთი

10:00 ROC-დანია

12:40 ფინეთი-შვეიცარია

17:30 შვედეთი-კანადა

ყველა მატჩის რეპორტაჟს ტელესკოლაზე იხილავთ.