პეკინი 2022 | საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მეათე პოზიციაზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა ქალთა შორის მოკლე პროგრამა, რომელშიც საქართველოს სახელით მონაწილეობდა ანასტასია გუბანოვა.

მან პროგრამა მეათე ადგილზე დაასრულა. პირველი და მეორე ადგილები ROC-ის წარმომადგენლებმა, შესაბამისად, კამილა ვალიევამ და ანა შჩერბაკოვამ დაიკავეს. მესამე იყო იაპონელი კაორი საკამოტო.

პეკინის ოლიმპიადაზე ქალთა შორის ციგურაობაში ჩემპიონი 17 თებერვალს გამოვლინდება, როდესაც შეჯამდება მოკლე და თავისუფალი პროგრამის შედეგები. მასში მონაწილეობას მიიღებს 15 თებერვლის შედეგების მიხედვით საუკეთესო 25 სპორტსმენი. თავისუფალი პროგრამა 17-ში 14 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.