პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალში პირველი სეტი დასრულდა, რომელმაც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის უპირატესობით ჩაიარა.
არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ, ბასილაშვილმა მესამე გეიმში გააკეთა პირველი ბრეიკი. სამხრეთამერიკელს მეექვსე გეიმში მიეცა დაკარგული მოწოდების დაბრუნების შანსი, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილი ახლოს იყო სეტში მეორე ბრეიკთან, მაგრამ არგენტინელმა ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოახერხა.
ბასილაშვილმა მთავარი მაინც მოახერხა – საკუთარი გეიმების შენარჩუნება შეძლო, რამაც პირველი სეტში გამარჯვება მოუტანა – 6:4. საწყისი პარტია 45 წუთი გაგრძელდა.