ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირის ქვეჯგუფები დააკომპლექტა. გუნდები სამ ჯგუფში მსოფლიო რეიტინგის მიხედვით განაწილდნენ: A ჯგუფში მოხვდა რეიტინგის ლიდერი კანადა, B ჯგუფში – მეორე გუნდი რუსეთი ა. შ.
საბოლოოდ, მომავალ ზამთრის თამაშებზე ჰოკეის მამაკაცთა ტურნირის ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი – კანადა, აშშ, გერმანია, ჩინეთი;
B ჯგუფი – რუსეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ერთი გუნდი კვალიფიკაციიდან;
C ჯგუფი – ფინეთი, შვედეთი, ორი გუნდი კვალიფიკაციიდან.
ჯერჯერობით, კვლავაც არ არის მიღწეული შეთანხმება – ითამაშებენ თუ არა 2022 წლის ოლიმპიადაზე ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეები. 2018 წელს, პიონჩანგის ოლიმპიადაზე NHL-ის ჰოკეისტები არ დაუშვეს.