პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე მედლების მიხედვით გამარჯვება ნორვეგიას უწინასწარმეტყველეს #1TVSPORT
პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე მედლების მიხედვით გამარჯვება ნორვეგიას უწინასწარმეტყველეს #1TVSPORT

ცნობილმა კვლევითმა კომპანია Gracenote-მა წარმოადგინა საკუთარი პროგნოზი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

მათი სტატისტიკუტი მოდელის მიხედვით, პეკინის ოლიმპიადაზე მედლების ჩათვლაში პირველ ადგილს ნორვეგია დაიკავებს 44 მედლით – 22 ოქრო, 13 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ცნობისთვის, 2018 წლის ოლიმპიადისთვის ნორვეგიას 32 მედალს უწინასწარმეტყველებდნენ და გუნდმა 39 მედალი მოიგო.

მეორე ადგილზე გავა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 38 მედლით – 14 ოქრო, 11 ვერცხლი და 13 ბრინჯაო. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, რუსები ისტორიაში ყველაზე მეტ ოქროსა და მედლების საერთო რაოდენობას მიიღებენ.

მედლების ცხრილის ტოპ-ხუთეულში ასევე მოხვდებიან: გერმანია (27 მედალი), ამერიკის შეერთებული შტატები (24) და ნიდერლანდები (21).