პეკინი 2022 | სპრინტი ქალებში ნორვეგიელმა მარტე როისელანდმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (ქალებში) სპრინტი 7.5 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიელი სპორტსმენის, 2021/2022 წლების საერთო ჩათვლის ლიდერის, 31 წლის მარტე როისელანდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მან დისტანციაზე სწრაფად ირბინა, ასევე 10 სროლიდან 9 ზუსტად შეასრულა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.
როისელანდს 2018 წლის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სპრინტში ვერცხლის მედალი ჰქონდა აღებული, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი 11-გზის ოქროს მედლის მფლობელია (9-ჯერ ესტაფეტებში).
ნორვეგიელმა პეკინის მიმდინარე ოლიმპიადაზე შერეული ესტაფეტა მოიგო, ხოლო და ინდივიდუალურ რბოლაში 15 კმ-ზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
დღევანდელ რბოლაში მეორე ადგილზე შვედი ელვირა ოებერგი გავიდა. იგი გამარჯვებულს 30,9 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი იტალიელი დოროტეა ვირერი გახდა (37.2).
12 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში თბილისის დროით 13:00 საათზე, სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.