პეკინი 2022 | სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური სლალომში 42-ე იყო [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე სამთო-მოთხილამურეთა შორის მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა.
ქალთა შორის სლალომში მონაწილეობდა ნინო წიკლაური, რომელიც პირველი დაშვების შემდეგ (1:00.11 წუთი) 47-ე ადგილზე იყო. მეორე დაშვებისას მისი შედეგი 1:00.37 წუთი გახლდათ.
საბოლოოდ ნინომ შეჯიბრება 42-ე პოზიციაზე დაასრულა.
ჩემპიონობა სლოვაკეთის წარმომადგენელმა პეტრა ვლახოვამ მოიპოვა (ჯამში 1:44.98), მეორე იყო ავსტრიელი კატრინა ლინსბერგერი, მესამე – შვეიცარიელი ვენდი ჰოლდენერი.