პეკინი 2022 | კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამა წარმოადგინეს [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე დასკვნით ფაზაში შევიდა ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობა. 18 თებერვალს დაიწყო მოკლე პროგრამა სპორტულ ცეკვებში.
შეჯიბრებაში საქართველოს სახელით გამოვიდნენ კარინა საფინა და ლუკა ბერულავა. მათ 66.11 ქულა დაიმსახურეს, თუმცა საბოლოოდ რომელი ადგილის დასაკავებლად იქნება საკმარისი ეს მაჩვენებელი, მას შემდეგ შევიტყობთ, რაც ყველა წყვილი გამოვა.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიადაზე მეათე ადგილი დაიკავა (ინდივიდუალურ შეჯიბრებაში) მორის ყვითელაშვილმა, ხოლო ანასტასია გუბანოვა ქალებში მეთერთმეტე იყო.