პეკა ჰაავისტო – ზოგიერთმა შიდა პროცესმა და დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ ქვეყანა უკან დახია, მაგრამ ვუსურვებთ, საქართველოც მალე შემოგვიერთდეს

13:08, 23.01.2023
Kuvassa Ulkoministeri Pekka Haavisto infossa valtioneuvosto infotila. Al- Holi  leiri koillis-Syyria. Isis Terroristit. Pakolaisleiri. Terroriteot. Äidit ja lapset. Helsinki 11. Joulukuu 2019. COM.PIC / MAURI RATILAINEN

Kuvassa Ulkoministeri Pekka Haavisto infossa valtioneuvosto infotila. Al- Holi leiri koillis-Syyria. Isis Terroristit. Pakolaisleiri. Terroriteot. Äidit ja lapset. Helsinki 11. Joulukuu 2019. COM.PIC / MAURI RATILAINEN

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განაცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის განსაზღვრისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.

მისივე თქმით, უფრო მეტად გადასაჭრელია შიდა პოლიტიკური საკითხები.

ამასთან, როგორც პეკა ჰაავისტო ამბობს, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა შიდა პროცესმა, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ ქვეყანა უკან დახია.

„პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვართ უკრაინისა და მოლდოვის პროგრესით. საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის განსაზღვრისთვის ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. როგორც ვიცი, უფრო შიდა პოლიტიკური საკითხებია, რომლებიც საქართველოში, ქვეყნის შიგნით უნდა გადაიჭრას. ცვლილებებისა და ამ ნაბიჯების შემდეგ, რასაკვირველია, მივესალმებით, რომ საქართველოც გაივლის ამ პროცესს, როდესაც მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. სამწუხაროდ, ზოგიერთმა შიდა პროცესმა და დემოკრატიული წინსვლის შეფერხებამ ქვეყანა უკან დახია, მაგრამ ვუსურვებთ, რომ საქართველოც მალე შემოგვიერთდეს“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

მსგავსი