პეკა ჰაავისტო - ვესაუბრები ქართველ პოლიტიკოსებს და ველოდებით, რომ ისინი მიჰყვებიან ევროკავშირის რეკომენდაციებს, მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას
პეკა ჰაავისტო - ვესაუბრები ქართველ პოლიტიკოსებს და ველოდებით, რომ ისინი მიჰყვებიან ევროკავშირის რეკომენდაციებს, მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას

საქართველო უნდა მიჰყვეს იმ დაპირების შესრულებას, რომელიც მან დადო შიდა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას.

„ვესაუბრები ქართველ პოლიტიკოსებს და ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მიჰყვებიან ევროკავშირის რეკომენდაციებს, მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.