პედრო სანჩესი – ესპანეთში ამჟამად ხანძრის 10 აქტიური კერაა, ჩვენ უაღრესად რთულ მდგომარეობაში ვართ

00:51, 30.07.2026

ჩვენ ვართ კრიტიკულ, უაღრესად რთულ მდგომარეობაში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისი თქმით, მდგომარეობას მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი აუარესებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთში ამჟამად ხანძრის 10 აქტიური კერაა, ყველაზე საყურადღებო ვითარება კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია.

პარალელურად, თანდათან უქმდება მადრიდის ხანძართან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

ამასთან, როგორც სანჩესმა აღნიშნა, ესპანეთმა ევროკავშირის კომისიას ოფიციალურად წარუდგინა კანდიდატურა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონისთვის ხანძრების პრევენციის ევროკავშირის ცენტრის მასპინძლობაზე.

მსგავსი