პედრო სანჩესი - ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშაულო უკრაინელების განადგურებისკენ, მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს, რისთვისაც აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე
პედრო სანჩესი - ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშაულო უკრაინელების განადგურებისკენ, მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს, რისთვისაც აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე

ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშაულო უკრაინელების განადგურებისკენ. ეს ყველაზე სასტიკი მიდგომა და რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ქმედებაა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბელაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს და ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე.

„ჩვენ უნდა დავეყრდნოთ და ვიბრძოლოთ მულტილატერალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის. ბალიზე, დიდი ოცეულის სამიტზე ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ერთხმად დავგმეთ რუსეთის ფედერაციის თავდასხმა უკრაინაზე. მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინმა იმავე დღეს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ამ ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშუალო უკრაინელების განადგურებისკენ. ეს ყველაზე სასტიკი მიდგომა და რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ქმედებაა. მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.