პედრო სანჩესი აცხადებს, რომ აპირებს, ჩინეთის ლიდერთან განიხილოს პეკინის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმა“
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ აპირებს, ჩინეთის ლიდერთან განიხილოს პეკინის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმა“. ამის შესახებ განცხადება პედრო სანჩესმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის შესახებ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პეკინში მომდევნო კვირაშია დაგეგმილი. პედრო სანჩესი მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან.