„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პედრიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
როგორც კატალონური კლუბის პრესსამსახური წერს, 20 წლის ესპანელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
გამოცემა Football Espana-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აღდგენას დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება. პედრი მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის დასაწყისში შეძლებს.
2021 წელს პედრიმ ტრავმის გამო 300 დღე გამოტოვა.