პედრი „ბარსელონას“ 6 კვირა ვერ დაეხმარება #1TVSPORT
პედრი „ბარსელონას“ 6 კვირა ვერ დაეხმარება #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პედრიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

როგორც კატალონური კლუბის პრესსამსახური წერს, 20 წლის ესპანელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

გამოცემა Football Espana-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აღდგენას დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება. პედრი მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის დასაწყისში შეძლებს.

2021 წელს პედრიმ ტრავმის გამო 300 დღე გამოტოვა.