პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. ჩახუნაშვილი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ჩახუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულის მეუღლის, ეკა კვირკველიას თქმით, დაკავებამდე კოტე ჩახუნაშვილი დაბარებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმედ და მას ხელის მოწერას სთხოვდნენ საქმეზე, რომლის შინაარსზე არაფერს ეუბნებოდნენ, მისთვის მხოლოდ საქმის ნომერი იყო ცნობილი. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, ჩახუნაშვილი აცხადებდა, რომ არ მიიღებდა გამოკითხვაში მონაწილეობას და დაიკითხებოდა მაგისტრატ მოსამართლესთან, ადვოკატის თანხლებით.