პავლო კლიმკინი - საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შესაძლოა, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართოს
პავლო კლიმკინი - საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე  შესაძლოა, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართოს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართოს, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის დროს შევიკრიბოთ „ნორმანდიულ ფორმატში“ მინისტრების დონეზე. ჯერჯერობით არ არის მკაფიო ხედვა, როგორი იქნება ამ შეხვედრის შედეგები“, – განაცხადა კლიმკინმა.

ამას გარდა, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის კურტ ვოლკერისა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა გაიმართება.

„ნორმანდიულ ფორმატის“ მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობენ.

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.