პავენ ჰარჩინსკი - მადლობელი ვარ საქართველოს ხელისუფლების, რომ დათანხმდნენ პოლონელი ექიმების ჯგუფის ვიზიტს მიხეილ სააკაშვილთან
პავენ ჰარჩინსკი - მადლობელი ვარ საქართველოს ხელისუფლების, რომ დათანხმდნენ პოლონელი ექიმების ჯგუფის ვიზიტს მიხეილ სააკაშვილთან

ნამდვილად მადლობელი ვარ საქართველოს ხელისუფლების, რომ დათანხმდნენ პოლონელი ექიმების ჯგუფის ვიზიტს მიხეილ სააკაშვილთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, ნახეს მიხეილ სააკაშვილი და აიღეს ნიმუშები.

„მოხარული ვარ, რომ ისინი ჩამოვიდნენ, ნახეს ის, აიღეს ნიმუშები. როგორც მესმის, ისინი ასევე ესაუბრნენ ექიმებს აქ, საქართველოში, რომლებიც მკურნალობენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს. ვიმედოვნებ, პოლონელი ექიმების დასკვნები დაეხმარება ქართველ ექიმებს, გამოიყენონ მკურნალობა, რომელიც შედეგად გამოიღებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის კვლავ აღდგენას. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ყველა უფლება – უფლება როგორც პაციენტის, უფლება, როგორც სასამართლოში მოპასუხე მხარის, იყოს სრულად დაცული“, – განაცხადა ელჩმა.