ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორმა პაველ ნედვედმა Sky Sport Italia-სთან კომენტარი გააკეთა.
ლეგენდარულმა ჩეხმა ვეტერანმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბას “ბებერი ქალბატონის” რიგებში შესაძლო დაბრუნება გამორიცხა.
„პოგბა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი დაბრუნება ჩინებული იქნებოდა, თუმცა ახლა იგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეა და აქედან გამომდინარე ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩვენ შევეცდებით სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიუროთ, თუმცა იანვარი ჯერჯერობით შორსაა“ – განაცხადა ნედვედმა.