პაველ კლიმკინი - ზუსტად ამ ენაზე უნდა ესაუბრო რუსეთს
პაველ კლიმკინი - ზუსტად ამ ენაზე უნდა ესაუბრო რუსეთს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კლიმკინი ამბობს, რომ რუსეთთან სწორედ ამ ენაზე საუბარია საჭირო.

„როგორც წესი, სხვის პოსტებს არ ვაზიარებ, მაგრამ აქ თავის შეკავება ვერ შევძელი. ზუსტად ამ ენაზე უნდა ესაუბრო რუსეთს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „თვითერისმიკრობლოგზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს „თვითერში“ რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა.