პაველ ჰერჩინსკი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით, დიპლომატის დღის აღსანიშნავად ვიმყოფები, მოვედი, რომ პატივი მივაგო ყველა ქართველ დიპლომატს, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით, დიპლომატის დღის აღსანიშნავად ვიმყოფები აქ. მე დიპლომატი ვარ, თითქმის 30 წელია და ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში შევხდი ძალიან ბევრ გამორჩეულ, ბრწყინვალე ქართველ დიპლომატს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირი ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი დიპლომატები ყოველთვის ერთგული იყვნენ, წარმოედგინათ საქართველო და იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
„სამწუხაროდ, ბევრი ეს ბრწყინვალე დიპლომატი გაათავისუფლეს ან აიძულეს, გადამდგარიყო. მე აქ მოვედი, რომ პატივი მივაგო ყველა ქართველ დიპლომატს, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას“, – განაცხადა ელჩმა.