პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია დამტკიცდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რათა საქართველო სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის საქართველოს კუთვნილი ადგილი
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია დამტკიცდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რათა საქართველო სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის საქართველოს კუთვნილი ადგილი

ძალიან მოხარული ვარ, რომ საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური რეკომენდაცია იქნება დამტკიცებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იმისთვის, რომ საქართველო ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს არის საქართველოს კუთვნილი ადგილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ გამომეხატა პატივისცემა მისი უწმინდესობის მიმართ, არამედ იმისთვის, რომ გამომეხატა ღრმა მადლიერება სრულიად საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე რეაგირებისთვის.

უწმინდესმა გამოთქვა უაღრესად მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ფაქტობრივად, ორმხრივი გზაა. ერთი მხრივ, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, საქართველო მოიპოვებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას, მეორე მხრივ, ევროკავშირი შეიძენს ახალ წევრს თავისი ძალიან ღრმად ფესვგადგმული ტრადიციებით, ღირებულებებით“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.