პაველ ჰერჩინსკი - უნდა ვაღიარო, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება 27 წევრ ქვეყანას შორის ძალიან რთული იყო, ზოგჯერ ძალიან ნელა ვმოძრაობთ, მაგრამ გადამწყვეტად ვმოქმედებთ
პაველ ჰერჩინსკი - უნდა ვაღიარო, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება 27 წევრ ქვეყანას შორის ძალიან რთული იყო, ზოგჯერ ძალიან ნელა ვმოძრაობთ, მაგრამ გადამწყვეტად ვმოქმედებთ

დიპლომატიური პასპორტების გადაწყვეტილებაზე უნდა ვაღიარო, რომ ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება 27 წევრ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის განცხადებით, იმას, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, თავისი შედეგები აქვს.

„მართალია, ზოგჯერ ძალიან ნელა ვმოძრაობთ, მაგრამ გადამწყვეტად ვმოქმედებთ. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ყველა ამ უარყოფით მოვლენას, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, აქვს თავისი შედეგები და ექნება შედეგები“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.