პაველ ჰერჩინსკი - ქართველი ხალხისადმი, ვინც დგას ქუჩებში, ჩემი გზავნილია, არ დაკარგოთ იმედი, თქვენი ხმა ისმის
პაველ ჰერჩინსკი - ქართველი ხალხისადმი, ვინც დგას ქუჩებში, ჩემი გზავნილია, არ დაკარგოთ იმედი, თქვენი ხმა ისმის

ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ვინც დგას ქუჩებში ყოველ ღამეს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, არის შემდეგი: არ დაკარგოთ იმედი. თქვენი ხმა ისმის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, შოკის მომგვრელია ამდენი ძალადობა, სისასტიკე, რომელიც მიმართულია ქალების, ახალგაზრდების წინააღმდეგ.

„დღეს დილით მე შევხვდი ადამიანის უფლებათა დამცველებს, ისინი აღწერენ სისასტიკის საზარელ, შოკის მომგვრელ სცენებს, რომ ადამიანებს არასათანადოდ ეპყრობიან დაკავების შემდეგ, მათი თქმით, ეს არის წამების ტოლფასი. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ და ირგანიზატორები გასამართლდნენ. ნამდვილად სავალალოა, რომ პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, და რაღაც კრიმინალების ბანდები, რომლებიც განუკითხაობას ჩადიოდნენ თბილისის ქუჩებში ორი დღის წინ და ჯერ არავინ დასჯილა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, – „ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის, როდესაც ძალადობას მხოლოდ ერთ მხარეს გმობთ და პოლიციის მისამართით ძალადობის იგნორირებას ახდენთ? შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები“, – პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ არის საჭირო ფოტოების ჩვენება, მე ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას. ეს სრულიად მიუღებელია, თუმცა მთავრობას, ცხადია, აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რადგან პოლიცია, უსაფრთოების სამსახურები მუშაობენ უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებით. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ძალდობას“.