პაველ ჰერჩინსკი - მოხარული ვართ, რომ ვაფინანსებთ კვლევას, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველოს ლიდერობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების მიმართულებით
პაველ ჰერჩინსკი - მოხარული ვართ, რომ ვაფინანსებთ კვლევას, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველოს ლიდერობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების მიმართულებით

მოხარული ვართ, რომ ევროკავშირი აფინანსებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზს, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველოს ლიდერობას ყველა მიმართულებით, როდესაც საქმე ეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პაველ ჰერჩინსკი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი – 2024“-ის (SME Policy Index – 2024) პრეზენტაციას დაესწრო, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს საქართველოს კომპანიების 99%-ს და აქ დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 70%-მდე. ასე რომ, ეს არის ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა. ეს ინდექსი დაგვეხმარება ჩვენ, ევროკავშირს, გავაგრძელოთ ჩვენი უწყვეტი დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ასევე დაეხმარება ეკონომიკის სამინისტროს მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის სისწორის შეფასებაში, რათა მომავალი ინდექსი კიდევ უფრო წარმატებული იყოს საქართველოსთვის“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.