პაველ ჰერჩინსკი - მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული, რასაკვირველია, მისი მომავალი სასამართლოს პრეროგატივაა
პაველ ჰერჩინსკი - მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული, რასაკვირველია, მისი მომავალი სასამართლოს პრეროგატივაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული.

ელჩის განმარტებით, სააკაშვილის მდგომარეობას თვალყურს ადევნებენ.

„ჩვენ ვიცით მისი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ, ვადევნებთ თვალყურს, რომ მისი ყველა უფლება იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და, რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს პრეროგატივაა“, – განაცხადა ელჩმა.