პაველ ჰერჩინსკი - მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება, დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი
პაველ ჰერჩინსკი - მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება, დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი

მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გაიმართება შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით უახლოეს თვეებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ყველა არხები იყოს ღია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველ მაღალჩინოსნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებს შორის ინტენსიური დიალოგია. განსაკუთრებით უახლოეს თვეებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ყველა არხები იყოს ღია. სწორედ ამიტომ, მე მივესალმები, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გაიმართება შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი საუბარი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება.