პაველ ჰერჩინსკი - ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მათ შეუძლიათ, თავისუფლად, ჩარევის გარეშე გამოხატონ შეხედულება
პაველ ჰერჩინსკი - ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მათ შეუძლიათ, თავისუფლად, ჩარევის გარეშე გამოხატონ შეხედულება

ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ შეხედულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.

„ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. მე ვიცი, რომ ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი შეხედულება თავისუფლად, ჩარევის გარეშე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.