პაველ ჰერჩინსკი - ევროპარლამენტის წევრები თავისუფლები არიან, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის გამოთქვეს ჩვენმა ლიდერებმა
პაველ ჰერჩინსკი - ევროპარლამენტის წევრები თავისუფლები არიან, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის გამოთქვეს ჩვენმა ლიდერებმა

ევროპარლამენტის წევრები თავისუფლები არიან, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის გამოთქვეს ჩვენმა ლიდერებმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ანა ფოტიგას მოთხოვნით შესულ შესწორებაზე, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის წევრები თავისუფლები არიან, გამოხატონ თავიანთი აზრი, თავიანთი მოსაზრებები. ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი და ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის თავისუფლებას, მათი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებას. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის გამოთქვეს ჩვენმა ლიდერებმა, მათ შორის კომისრებმა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მისი ყველა უფლება, როგორც პატიმრის და როგორც ბრალდებულის სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, რამე ფორმით ვიყოთ ჩართული. რაც მოხდა ევროპარლამენტში ევროპარლამენტის ინიციატივაა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.