პაველ ჰერჩინსკი - დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია, ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი - დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია, ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში

ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ელჩს ასევე ჰკითხეს: როგორ შეაფასებდა, რომ „მოხდა წიწაკის სპრეის გამოყენება და იყო სამართალდამცველთა მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტები“. პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია.

„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნებისმიერი მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.