პაველ ჰერჩინსკი - ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვისურვებდით, ვნახოთ, რომ ყველა მხარე საკუთარ როლს ასრულებს, მთავრობა არის ინკლუზიური, ოპოზიცია - კონსტრუქციული
პაველ ჰერჩინსკი - ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვისურვებდით, ვნახოთ, რომ ყველა მხარე საკუთარ როლს ასრულებს, მთავრობა არის ინკლუზიური, ოპოზიცია - კონსტრუქციული

ვისურვებდით, ვნახოთ, რომ ყველა მხარე საკუთარ როლს ასრულებს, მთავრობა არის ინკლუზიური, ოპოზიცია – კონსტრუქციული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ევროკომისიის მიერ დასახული ცხრა ნაბიჯის შესრულება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა დაცდა, არამედ დარწმუნება, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ცხრა ნაბიჯის შესრულება და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისურვებდით, ვნახოთ, რომ ყველა მხარე საკუთარ როლს ასრულებს, მთავრობა არის ინკლუზიური, ოპოზიცია – კონსტრუქციული და ვნახოთ ისეთი პროგრესი, როგორიც შესაძლებელია, რათა საქართველო ძალიან სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაასრულოს, შემდეგ კი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.