პაველ ჰერჩინსკი - ცხრა ნაბიჯის შესრულების მიზანი არ არის, იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“, მათი მიზანია მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება
პაველ ჰერჩინსკი - ცხრა ნაბიჯის შესრულების მიზანი არ არის, იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“, მათი მიზანია მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება

ცხრა ნაბიჯის შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს, ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა, იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

ელჩის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს მოსახლეობის მიერ თავისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება, საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი ცხრა ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება.

„ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს. ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.