პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ გვსურს, ვნახოთ ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა
პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ გვსურს, ვნახოთ ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა

ჩვენ გვსურს, ვნახოთ ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კითხვაზე, რამდენად იქნება გადამწყვეტი კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ 12-ვე მიმართულებაზე იქნება პროგრესი.

„როგორც ბევრჯერ გამიმეორებია, რისი ნახვაც გვსურს, ეს არის ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა. იმედი გვაქვს, 12-ვე მიმართულებაზე იქნება პროგრესი. რასაკვირველია, ზოგიერთის მიღწევა, დანარჩენებთან შედარებით, უფრო მარტივია. ზოგიერთი უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე ეს წლის ბოლოა. მაგრამ რისი ნახვაც გვსურს, ეს არის კონსტრუქციული და ინკლუზიური პროცესი. რისი ნახვაც გვსურს, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებაზე ეროვნული კონსენსუსი ქვეყნის ყველა პოლიტიკურ მონაწილეს შორის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.