პაველ დუროვის თქმით, „ფეისბუქის“ გათიშვის დროს „ტელეგრამის“ მესენჯერს 70 მილიონი ახალი მომხმარებელი დაემატა
პაველ დუროვის თქმით, „ფეისბუქის“ გათიშვის დროს „ტელეგრამის“ მესენჯერს 70 მილიონი ახალი მომხმარებელი დაემატა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გათიშვის დროს „ტელეგრამის“ მესენჯერს 70 მილიონი ახალი მომხმარებელი დაემატა. ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა.

„ამაყი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო, გამკლავებოდა მომხმარებელთა უპრეცედენტო ნაკადს. მესენჯერი უმეტესად შეფერხების გარეშე მუშაობდა. ვთხოვ ჩვენს ძველ მომხმარებლებს, რომ მიესალმონ ახალ ადამიანებს, დაეხმარონ მათ ჩვენთან დაფუძნებაში და გააცნონ ჩვენი სიახლეები“, – განაცხადა დუროვმა.

ორი დღის წინ კომპანია „ფეისბუქში“ მასშტაბური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც, რამდენიმე საათის განმავლობაში „ფეისბუქი“, „მესენჯერი“, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფი“ არ მუშაობდა. შეფერხების დროს კომპანია „ფეისბუქის“ თანამშრომლების ნაწილი ოფისში შესვლასაც ვერ ახერხებდა, რადგან მათი ელექტრონული გასაღები არ მუშაობდა.