პაველ​ კლიმკინი - ყირიმის ანექსიამ რუსეთის ბირთვული არსენალი გაზარდა
პაველ​ კლიმკინი - ყირიმის ანექსიამ რუსეთის ბირთვული არსენალი გაზარდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ​ კლიმკინი მიიჩნევს, რომ ყირიმის ანექსიამ რუსეთის ფედერაციის ბირთვული არსენალის გაზრდას ხელი შეუწყო. პაველ კლიმკინი შიშობს, რომ სევასტოპოლში მდებარე საკვლევი ბირთვული რეაქტორი, რომელსაც უკრაინის მთავრობა ყირიმის უკანონო ანექსიის გამო 2014 წლის მარტიდან ვეღარ აკონტროლებს, რუსეთის ბირთვული არსენალის ნაწილი გახდება.

„სევასტოპოლში საკვლევი ბირთვული რეაქტორი და რადიონუკლიდური წყაროს 1200-ზე მეტი ობიექტი მდებარეობს, რაზეც მონიტორინგი უკრაინის მთავრობის მხრიდან უკანონო ანექსიის გამო ვეღარ ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის რესურსი ხელში ჩაიგდო, რის შედეგადაც იზრდება რისკი, ბირთვული არსენალი გააფართოვოს“, – განაცხადა პაველ კლიმკინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეებს განიხილავდნენ.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას მისი მოკავშირე მოსკოვი ხელს უწყობს დისბალანსის შექმნაში.

დატოვე კომენტარი