პატრულმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს წყალი მიუტანა [ვიდეო]

04:01, 22.06.2019

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება, ცოტა ხნის წინ, პატრულის მანქანით წყალი მიიტანეს. პატრულებმა წყლის ბოთლები აქციის მონაწილეებს დაურიგეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილსერვისის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ქუჩას ასუფთავებენ.

მსგავსი