„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ ისინი სრულად პროპორციულ სისტემას ითხოვენ და არა მრავლმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს
„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ ისინი სრულად პროპორციულ სისტემას ითხოვენ და არა მრავლმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი ლომია აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური ძალა ოპოზიციური პარტიების მიერ გადამუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს არ ემხრობა.

როგორც გიორგი ლომიამ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებამდე განმარტა, „პატრიოტთა ალიანსი“ ამ დრომდე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს, რასაც, მათი აზრით, ალტერნატივა არ აქვს.

„პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნა უცვლელი რჩება. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მრავალმანდატიანი ოლქი ეს არის პრინციპში ის სისტემა, რომელიც არ უარყოფს მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც უკვე არსებობს, უბრალოდ ცოტათი ცვლის. ოპოზიციის მოთხოვნა თავიდანვე იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ჩვენ უცვლელ პოზიციაზე ვრჩებით. დღესაც ვითხოვთ პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა ლომიამ შეხვედრის დაწყებამდე.